ანდრეა პირლო - ტონალი უფრო სრულყოფილია, ვიდრე მე
ანდრეა პირლო - ტონალი უფრო სრულყოფილია, ვიდრე მე

იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ​„ბრეშას“ 20 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანდრო ტონალის შესაძლებლობები შეაფასა.

ტონალი მე მგავს? არ მგონია, ჩვენ ბევრი საერთო გვქონდეს თამაშის სტილში. საერთო მხოლოდ ვარცხნილობა და „ბრეშაში“ თამაშის გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, ის უფრო სრულყოფილია ვიდრე მე – როგორც დაცვაში თამაშით, ასევე შეტევით ფაზაში. ის ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველია იტალიურ ფეხბურთში“, – თქვა პირლომ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ტონალიმ 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.