„ბრეშა“ ბალოტელისა და რაიოლას სასამართლოში უჩივლებს
„ბრეშა“ ბალოტელისა და რაიოლას სასამართლოში უჩივლებს

იტალიური „ბრეშა“ თავის ყოფილ ფორვარდთან და მის აგენტთან მინო რაიოლასთან სასამართლო დავას აპირებს.

ადრე რაიოლამ განაცხადა, რომ კლუბმა არც ერთხელ არ შესთავაზა 29 წლის ფეხბურთელს ტესტი კორონავირუსზე. „ისინი ბალოტელის დისკრიმინაციას ეწევიან. „ბრეშას“ მისგან ერთი ტესტიც არ აუღია“, – თქვა აგენტმა. ბალოტელიმ დაადასტურა: „ეს სიმართლეა“.

„ბრეშამ“ ოფიციალურად უარყო ბრალდება და ფეხბურთელისა და მისი აგენტის განცხადებას სიცრუე უწოდეს. „იურისტებმა პასუხისგებაში უნდა მისცენ პირები, რომლებიც დამნაშავენი არიან ცრუ განცხადებებში. კლუბი იცავს სამედიცინო პროტოკოლს და დაიქირავა სპეციალისტი სრული სამუშაო დღით, რათა მაქსიმალურად კარგად გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციას.

მოქმედი წესების უგულვებელყოფა – სამარცხვინო ცილისწამებაა. ადამიანი, ვინც ეს თქვა, პასუხს აგებს ტყუილისთვის. იძულებული ვართ მკაცრი ზომები მივიღოთ, რადგან ჩვენი კლუბის იმიჯი შეილახა“, – წერია განცხადებაში.

კლუბმა ბალოტელისთან ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი ვარჯიშების გამოტოვების გამო.

„ბრეშა“ სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილზეა.