ბალოტელიმ შესაძლოა რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშოს
ბალოტელიმ შესაძლოა რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშოს

იტალიური „ბრეშას“ ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა რუმინეთის ჩემპიონატში, კერძოდ, კლუბ „კლუჟში” გააგრძელოს. ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რუმინულ მხარესთან, რომელიც მზად არის კონტრაქტი შესთავაზოს 29 წლის იტალიელს.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი „ბრეშაში“ 2019-20 წლების სეზონის დასაწყისში გადავიდა. თუმცა, სეზონის მსვლელობისას მას კონფლიქტი ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან. „ბრეშამ“ ფორვარდს ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ ბალოტელიმ უარი განაცხადა და „ბრეშას“ სასამართლოში უჩივლა. პასუხად, კლუბმა ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე არ შეუშვა.

გასულ სეზონში ბალოტელიმ სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.