„ლოს ანჯელეს გელაქსი“ ბალოტელით დაინტერესდა
„ლოს ანჯელეს გელაქსი“ ბალოტელით დაინტერესდა

იტალიური „ბრეშას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი „ლოს ანჯელეს გელაქსის“ სატრანსფერო ინტერესის სფეროში მოექცა. გაზეთ „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ზარი მიიღო „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) ტოპ-კლუბის წარმომადგენლისგან. სავარაუდო გარიგების დეტალები უცნობია.

MLS-ში სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

ბალოტელი „ბრეშაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 19 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. კლუბი მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში. ბალოტელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ დაადასტურა, რომ ფორვარდი კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.

ბალოტელით ასევე „ვასკო და გამა“ და „გალათასარაი“ არიან დაინტერესებულნი.

დატოვე კომენტარი