„ბრეშას“ პრეზიდენტი - ტონალი „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი იტალიაში დარჩენას ამჯობინებს
საფეხბურთო კლუბ „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინი ამბობს, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშის, სანდრო ტონალის გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელი აპირებს, რომ არჩევანი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის გააკეთოს.
„ტონალის თავის ამბიციები აქვს. „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს ძალიან სურს, რომ სანდრომ პარიზში ითამაშოს. მან დღესაც მომწერა, მაგრამ ტონალის საფრანგეთში წასვლა არ სურს. მას „ინტერში“ ან „იუვენტუსში“ გადასვლა ურჩევნია. გარდა ამისა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შემომთავაზა, „ფიორენტინაც“ მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა სანდროს ბედი ფაქტობრივასდ გადაწყვეტილია“, – ამბობს ჩელინი.
ტონალიმ ფეხბურთის თამაში 2009 წელს „პიაჩენცაში“ დაიწყო, 2012 წელს კი ბრეშაში გადავიდა, რომლის ძირითად გუნდში 2017 წლიდან თამაშობს.