ბრექსიტის შემდეგ გარდამავალი პერიოდი შესაძლოა, ორი წლით გახანგრძლივდეს
ბრექსიტის შემდეგ გარდამავალი პერიოდი შესაძლოა, ორი წლით გახანგრძლივდეს

ბრექსიტის შემდეგ გარდამავალი პერიოდი შესაძლოა, ორი წლით გახანგრძლივდეს. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, შესაბამისი ინიციატივით ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი მიშელ ბარნიე გამოვიდა.

აღნიშნული საკითხი მან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე განიხილა.

შეთავაზებული გეგმით, გარდამავალი პერიოდი 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მიშელ ბარნიეს თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებს სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებებისთვის კიდევ ორწლიან ვადას მისცემს. თუმცა გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის წესების დაცვა და ბიუჯეტში თანხის შეტანა.
არსებული შეთანხმებით, ბრექსიტის შემდეგ გარდამავალი პერიოდი 21 თვეს უნდა გაგრძელდეს და 2020 წლის ბოლოს დასრულდეს.