ბრექსიტის კამპანიის მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტია დატოვა
ბრექსიტის კამპანიის მთავარმა მხარდამჭერმა, ნაიჯელ ფარაჯიმ დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტია დატოვა. მიზეზად პოლიტიკოსმა პარტიის არაორგანიზებულობა და რთული პირობები დაასახელა.
„მრავალი წლის შემდეგ დღეს დიდი მწუხარებით ვტოვებ დამოუკიდებელ პარტიას. დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის მხარდამჭერი პარტიისთვის ძალიან დიდი სივრცე არსებობს, თუმცა ამ ადგილს დამოუკიდებელი პარტია ვერ დაიკავებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ნაიჯელ ფარაჯი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას თავიდანვე ემხრობოდნენ. ის რეფერენდუმის გამართვამდე შესაბამის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ნაიჯელ ფარაჯის აქტიური მუშაობის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ევროპული გაერთიანებიდან გამოყოფასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა.