ბრენდონ ინგრამისთვის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი ფინანსურად მომგებიანი გამოდგა. ახალგაზრდა კალათბურთელმა „ნიუ ორლეანსთან“ ახალი, 158 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ ინგრამის აგენტზე დაყრდნობით ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.
ინრაგმი „პელიკანსში“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან“ გაცვლის შედეგად მოხვდა. გასულ სეზონზე ის მატჩში საშუალოდ 23.8 ქულას, 6.1 მოხსნასა და 4.2 პასს აგროვებდა.