ლილარდის მორიგი ბრწყინვალე თამაში – 36 ქულა „ნიუ ორლეანსთან“ ზედიზედ მეორედ მოგებულ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
დემიენ ლილარდმა „პორტლენდს“ კიდევ ერთხელ მოაგებინა. „ბლეიზერსმა“ ზედიზედ მეორედ უმასპინძლა „ნიუ ორლეანსს“ და პირველი მატჩის მსგავსად მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 36 ქულით დემიენ ლილარდი იყო. რობერტ კოვინგტონმა 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა ენეს კანტერმა. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოირჩინა სი ჯეი მაკკალუმმა. ის პარკეტზე 20:32 წუთით გამოჩნდა და 11 ქულა დააგროვა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 15 ქულაა.
„პელიკანსის“ რიგებში ყველაზე მეტი 26 ქულა და 10 მოხსნა ზაიონ ვილიამსონის ანგარიშზეა. 19 ქულა მიითვალა ბრენდონ ინგრამმა.
„პორტლენდი“ 24 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 მე-6 ადგილსებს „დენვერთან“ ინაწილებს. „პელიკანსი“ კი 17 მოგებითა და 24 მარცხით ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა.
პორტლენდი – ნიუ ორლეანსი 101:93
https://www.youtube.com/watch?v=1MJEGswDJgk
ვაშინგტონი – იუტა 131:122
https://www.youtube.com/watch?v=h2essKoBsnM
ატლანტა – ოკლაჰომა 116:93
https://www.youtube.com/watch?v=902Nq-B2Ihk
ნიუ იორკი – ორლანდო 94:93
https://www.youtube.com/watch?v=rhhXCFOsRPU
ფინიქსი – მინესოტა 119:123
https://www.youtube.com/watch?v=NSNhxh7ghow
ლეიკერსი – შარლოტი 116:105
https://www.youtube.com/watch?v=UwleOYrfVSw