ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება ნიუ-ორლეანმა მოიპოვა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება ნიუ-ორლეანმა მოიპოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინში გაიმართება. დრაფტის წინ გამართული ლატარეა კი, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა, ნიუ-ორლეან პელიკანსმა მოიგო.

უნდა აღინიშნოს, რომ პელიკანსს გამარჯვების არცთუ დიდი შანსი ჰქონდა (6%). ლატარეაში სულ 14 გუნდი მონაწილეობდა და ეს ის გუნდებია, რომლებმაც პლეიოფში გასვლა ვერ შეძლეს.

ნიუ-ორლეანმა რეგულარული ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა. დრაფტის უდავო ფავორიტი მძიმე ფორვარდი ზაიონ ვილიამსონია. საქართველოს ნაკრების ცენტრ გოგა ბითაძეს კი შანსი აქვს, დრაფტის პირველ წრეში აირჩიონ.