ლეიკერსი უმძიმეს მდგომარეობაშია - ბრენდონ ინგრამის სეზონი დასრულებულია
ლეიკერსი უმძიმეს მდგომარეობაშია - ბრენდონ ინგრამის სეზონი დასრულებულია

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლაზარეთს ლონზო ბოლთან ერთად, გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა კალათბურთელი, ბრენდონ ინგრამი შეუერთდა. „ლეიკერსის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბრენდონ ინგრამის მხარის ტრავმა სერიოზული გამოდგა და ლოს ანჯელესური გუნდის ფორვარდი მიმდინარე სეზონზე საკუთარ გუნდს ვეღარ დაეხმარება.

ინგრამმა წელს „ლეიკერსის“ მაისურით 52 შეხვედრაში მიიღება მონაწილეობა და საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ის მატჩში საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებს და მოედნიდან 49.7 პროცენტის სიზუსტით ისვრის. განსაკუთრებით სახიფათო ბრენდონი ყველა ვარსკვლავის (ALL STAR) კვირეულის დასრულების შემდეგ იყო. შესვენების შემდეგ ინგრამი ექვს ჩატარებულ მატჩში საშუალოდ 27.8 ქულას აგროვებდა.

ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ მოახერხებს ლებრონ ჯეიმსი და „ლეიკერსი“ წელს პლეი ოფში მოხვედრას. შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი ბოლო 13 სეზონის განმავლობაში პლეი ოფში მოხვედრას ახერხებდა.