ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 22 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03:05, 26.12.2020

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 482 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 7 448 560 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ვირუსმა 190 448 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების კუთხით, ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

მსგავსი