ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნობელის მშვიდობის პრემიის გამო აშშ-ის პრეზიდენტის ბრაზი უადგილოა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე მისი ქვეყნის მისამართით გაკეთებულ აშშ-ის პრეზიდენტis, დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმიღების გამო აშშ-ის პრეზიდენტის ბრაზი უადგილოა. ესპენ ბარტ ეიდეს თქმით, ტრამპი „ამჟამად საარჩევნო კამპანიის შუაგულშია, რომელიც, შესაძლოა, მისი პარტიისთვის არც ისე კარგად მიმდინარეობდეს და ეს მას ბევრი რამის თქმისკენ უბიძგებს“.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა „ძალიან კარგად იცის, რომ ნობელის კომიტეტი დამოუკიდებელია“.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-თან ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას და ჩვენი საგარეო პოლიტიკა მტკიცე რჩება“, – აღნიშნა ეიდემ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა – „რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია ვერ მივიღე, არ მინდა, ნორვეგიასთან საერთო მქონდეს, ნორვეგია, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელ ქვეყნად იქცა“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას, რომელმაც ნობელის პრემია პრეზიდენტად არჩევიდან მალევე, 2009 წელს მიიღო, დღემდე არ ესმის, რატომ მიანიჭეს ეს ჯილდო.