ვოლოდიმირ ზელენსკი – ქვეყანა, უკვე თითქმის ერთი თვეა, ელოდება, რომ პიტ ჰეგსეტი ხელს მოაწერს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას

17:16, 26.10.2026

ქვეყანა, უკვე თითქმის ერთი თვეა, ელოდება, რომ აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი ხელს მოაწერს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც უკვე გარკვეული დროა, მაგიდაზე დევს. მხარდაჭერის თითოეული პაკეტი არის შესაძლებლობა, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან მთავარსარდალს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაავალა, კიდევ ერთხელ განიხილონ აღნიშნული საკითხი ამერიკულ მხარესთან.

მინისტრებთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განიხილა ნოემბერში დაგეგმილი რამშტაინის ფორმატში გასამართი შეხვედრის საკითხები.

მსგავსი