„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – თეირანი ვაშინგტონის „ყველა ბომბის დედას“ „ბომბების მამით“ უპასუხებს

18:15, 26.10.2026

თეირანი ვაშინგტონის „ყველა ბომბის დედას“ „ბომბების მამით“ უპასუხებს, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ ​განაცხადა.

ირანის მიმართ აშშ-ის მხრიდან ბომბებით მუქარას მწვავედ გამოეხმაურა ირანის არმიის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ალირეზა შეიხი, რომელმაც განაცხადა, რომ ირანელი ერი ბომბების „მამა და დედაა“. ირანის წინააღმდეგ ომის განახლების შესახებ აშშ-ის მუქარასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მოსახლეობა მტკიცე პასუხს გასცემს მტრის გადაჭარბებულ მოთხოვნებს.

„მთავარია არმიისა და სხვა შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, უპასუხონ საფრთხეებს“, – განაცხადა ალირეზა შეიხიმ და დასძინა, რომ საჭირო სამზადისი უკვე დასრულებულია, დღეს ირანის არმია მზადყოფნაშია და მზადაა, ნებისმიერ საფრთხეს მყისიერად უპასუხოს.

აშშ-ის სამხედრო უწყებამ შეიმუშავა ახალი დარტყმის გეგმები, რომლებიც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ ბრძანების გაცემის შემთხვევაში – იქნება ეს შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ – ითვალისწინებს ე.წ. ყველა ბომბის დედის გამოყენებას ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. GBU-43/B Massive Ordnance Air Blast Bomb-ი (MOAB) აშშ-ის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია.

მსგავსი