ბრაზილია მთავარი ფავორიტია
ბრაზილია მთავარი ფავორიტია

ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა „ელ-პაისმა“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების ფინალში გასვლისა და გაჩემპიონების შანსები შეაფასა.

გამოცემის აზრით, ბრაზილიის ნაკრები ფავორიტია, რომლის გამარჯვების შანსი 17.9 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდიან გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები, შესაბამისად 15.6 და 15.3 პროცენტით.

მომავალი ჩემპიონატის ყველაზე სუსტ გუნდად მოინათლა საუდის არაბეთის ნაკრები. ამ ნაკრების ნახევარფინალში გასვლის შანსი ერთ პროცენტზე დაბალია.