ლეგენდარული სამხრეთ აფრიკელი გარემარბი ბრაიან ჰაბანა მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„პრივილეგიაა, რომ შანსი მქონდა შენი საოცარი კარიერის ნაწილი ვყოფილიყავი. ნამდვილი ლეგენდა!” – დაწერა ჰაბანამ.
შეგახსენებთ, რომ ბრაიან ჰაბანა და მამუკა გორგოძე თანაგუნდელები ფრანგულ „ტულონში” იყვნენ. სამხრეთ აფრიკელი მორაგბე 2007 წელს მსოფლიო თასის მომგები ნაკრების წევრი იყო და „ქურციკების” შემადგენლობაში ჩატარებულ 124 მატჩში მეტოქე 67-ჯერ დაალელოვა.