ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდო მიანიჭა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდოთი დააჯილდოვა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდო პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე გამოჩენილი წარმოუდგენელი გამბედაობისთვის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო გადასცა. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯილდოს მინიჭებას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდოს მიღება დიდი პატივია.
„ამ ჯილდოს მიღება შეუძლებელი იქნებოდა, მთელი უკრაინელი ხალხი რომ არ დამდგარიყო ერთად ტირანიისგან თავისუფლების დასაცავად, რომელიც ცდილობს, ჩვენ უარესობისკენ დაგვაბრუნოს. უკრაინასა და მთელ ევროპას ყოველთვის ემახსოვრება ისინი, ვინც უკრაინელ ხალხს და თავად თავისუფლების იდეას დაუდგა გვერდით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.