ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის წამყვან კანდიდატებს მარეგულირებელი ორგანოები შობამდე დაამტკიცებენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმედოვნებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის წამყვან კანდიდატებს მარეგულირებელი ორგანოები შობამდე დაამტკიცებენ. ამჟამად მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსგან დამტკიცებას „ფაიზერ-ბიონტექისა“ და „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინები ითხოვენ.
უელსის სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დროს კითხვაზე, შეიძლება თუ არა მათი დამტკიცება შობამდე, ჯონსონმა თქვა: „არის იმედი“.
შობის დღესასწაულის წინ შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყანას „არ შეუძლია, ფეხი მოაცილოს მხეცის ყელს“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პანდემიის შესაჩერებლად გლობალური მასშტაბით 150-ზე მეტი პოტენციური ვაქცინის შემუშავება და ტესტირება ხდება.