ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი ვერ მოელაპარაკა კონტრაქტზე ავსტრალიურ საფეხბურთო კლუბს „სენტრალ კოსტ მარინერს“, – იტყობინება „ფოქს სპორტს აუსტრალია“ (Fox Sports Australia). ასე რომ, მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გუნდის დატოვება მოუწევს.
როგორც ირკვევა, „მარინერსი“ ბოლტს წელიწადში 150 ათას დოლარს სთავაზობდა, ფეხბურთელს კი 3 მილიონი დოლარი სურდა. საბოლოოდ, მხარეებმა კომპრომისამდე მისვლა ვერ შეძლეს.
32 წლის იამაიკელი გამოსაცდელი ვადით იყო ავსტრალიურ გუნდში და ერთ-ერთ მატჩში დუბლი შეასრულა. უფრო ადრე, მან უარი თქვა მალტური კლუბის, „ვალეტას“ შეთავაზებაზე.