ბოლქვაძემ პუატიეს ტურნირი მასპინძელი ჟინჟინის ძლევით გახსნა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ ფრანგული პუატიეს ტურნირი მასპინძელი ჩოგბურთელის ლაოლა ჟინჟინის ძლევით გახსნა. ქართველ ახალგაზრდას მიზნის მისაღწევად 1 საათი და 5 წუთი დასჭირდა.
მან პირველ სეტში 6:1 დაამარცხა მეტოქე, მეორეში – 6:4 აჯობა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
იქ ბოლქვაძის მოწინააღმდეგე ასვე ფრანგი ჯესიკა პონშე იქნება.