ბოლქვაძემ მეორე ფრანგიც დაამარცხა და პუატიეს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ბოლქვაძემ მეორე ფრანგიც დაამარცხა და პუატიეს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში მიმდინარე პუატიეს ტურნირის მეოთხედფინალში იასპარეზებს. ბოლქვაძე მერვედფინალურ დაპირისპირებში მასპინძელ ჯესიკა პონშეს შეხვდა და სამ სეტში ანგარიშით 3:6 7:6 6:2 დაამრცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტურნირი ლაოლა ჟინჟინის ძლევით გახსნა.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე ასევე ფრანგი ქლეო პაკე იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 165-ე ადგილს იკავებს. მარიამ ბოლქვაძე კი სიის 183-ე ნომერია.

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი პუატიეს ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს და დღეს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მიურეისთან ერთად ნახევარფინალში გასვლას შეეცდება.