ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის 1 541 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 202 პაციენტი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის 1 541 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 202 პაციენტი

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 202-ით გაიზარდა და ჯამში 41 279 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსზე 193 253 ტესტი ჩატარდა და ინფექცია 1 541 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 292 950 შემთხვევა.