ალის ვაიდელი – გუშინდელი არეულობები „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ახალისებდა მემარცხენე ექსტრემიზმს, ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია

14:24, 01.11.2026

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი 31 ოქტომბერს გერმანიის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში მომხდარი არეულობა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) პოლიტიკის შედეგია.

„გუშინდელი არეულობები CDU-ს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა და ახალისებდა მემარცხენე ექსტრემიზმს. ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, რომლის პირობებშიც დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ“, — წერს ალის ვაიდელი.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აქციისას დაშავებულ პოლიციელებს გამოჯანმრთელება უსურვა და სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ცნობისთვის, 31 ოქტომბერს გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მსგავსი