იური უშაკოვი – პუტინს არასდროს უთქვამს უარი საუბარზე, ზელენსკის ნამდვილად თუ სურს საუბარი, მოვიდეს

14:56, 01.11.2026

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი თუ დაურეკავს, ის უპასუხებს.

„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ის უპასუხებს. პუტინს არასდროს უთქვამს უარი საუბარზე“, — განაცხადა უშაკოვმა.

ამავდროულად, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ზელენსკის პუტინთან საუბარი თუ სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.

„ის სხვადასხვა წყაროდან გადასცემს სიგნალებს. ნამდვილად თუ სურს საუბარი, დაე, მოვიდეს“, — თქვა უშაკოვმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს უშაკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ სატელეფონო საუბრის დროს პუტინს გადასცეს ზელენსკის სურვილი რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი საუბრის შესახებ.

მსგავსი