ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა​
ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა​

გასული ზაფხულის შემდეგ პირველად, დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 3 165 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 490 438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 127 782 ადამიანი.

დატოვე კომენტარი