როგორც მოსალოდნელი იყო, „ატლანტა“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდია.
„ჰოუქსი“ უკვე გაძლიერდა რაჟონ რონდოთი და დანილო გალინარით. როგორც ირკვევა, ატლანტელებმა მიაღწიეს შეთანხმებას „საკრამენტოს“ მსროლელ ბოგდან ბოგდანოვიჩთან. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბოგდანოვიჩი „ჰოუქსთან“ 4-წლიან, $72-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს.