„ბლუმბერგი“ - ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკაში ცვლილებები შესთავაზა, რაც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის
„ბლუმბერგი“ - ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკაში ცვლილებები შესთავაზა, რაც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკაში ცვლილებები შესთავაზა, რაც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის თანახმად, რესპუბლიკელები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ წინადადების შესაფასებლად, რომელიც შიდა უსაფრთხოების მდივნისა და სენატორების თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

რესპუბლიკელი სენატორები ამჟამად ბაიდენის საიმიგრაციო წინადადებას განიხილავენ. რესპუბლიკელი სენატორის, ტომ ტილისის თქმით, რესპუბლიკელებმა უნდა გადაამოწმონ, არის თუ არა წინადადებები სერიოზული.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელები სენატში და წარმომადგენელთა პალატაში ითხოვენ საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას, რათა დაამტკიცონ დამატებითი 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, საიდანაც 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის გამოყოფილი.