ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთი კინოთეატრის შენობაში მაჩეტეებით შეიარაღებული ჯგუფის შესვლას მასშტაბური ჩხუბი მოჰყვა. ჯგუფის წევრები ადგილზე მისულ პოლიციის თანაშრომლებს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდებმა ახალი განგსტერული ჟანრის ფილმის, „ლურჯი ისტორიის“ გამო იჩხუბეს. ბრიტანული მედია წერს, რომ ფილმი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში ბანდების კულტურასა და დედაქალაქში ახალგაზრდებს შორის დინამიკას ეხება. სამართალდამცველებმა კინოთეატრის შენობის ევაკუაცია განახორციელეს.
ბირმინგემის პოლიციის თანამშრომლები კინოთეატრის შენობაში ამ დრომდე რჩებიან.