აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მას სისხლში ინფექცია აღმოაჩნდა და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების განცხადებით, კლინტონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ის კარგ განწყობაზე, მადლიერია ექიმებისა და ექთნების, რომლებიც მას საჭირო დახმარებას შესანიშნავად უწევენ“, – ნათქვამია ექიმების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კლინტონის პირადი ექიმი აცხადებს, აშშ-ის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში სეფსისის დიაგნოზით მოათავსეს და ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.
ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1993-2001 წლებში იკავებდა.