„ბიბისის“ ინფორმაციით, „ჩელსი“ სუპერლიგის დასატოვებლად დოკუმენტს ამზადებს #1TVSPORT
„ბიბისის“ ჟურნალისტის, დენ როანის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ დოკუმენტს ამზადებს, რომ ევროპის სუპერლიგა დატოვოს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტიც“ გეგმავს ახლადშექმნილი ტურნირიდან გამოსვლას, – ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph Football ავრცელებს.
ახალი ტურნირის შექმნამ ინგლისის პრემიერლიგაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გუნდებმა „დიდი ექვსეულის“ ტურნირიდან მოკვეთაც კი გადაწყვიტეს. ცოტა ხნის წინ გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლივერპულიც“ არაა თანახმა სუპერლიგის და მერსისაიდელებიც გეგმავენ მის დატოვებას .