„ბიბისის“ ცნობით, თუ ივნისის დასაწყისში პარლამენტში ტერეზა მეის გეგმა ჩავარდება, ის თანამდებობას დატოვებს
„ბიბისის“ ცნობით, თუ ივნისის დასაწყისში პარლამენტში ტერეზა მეის გეგმა ჩავარდება, ის თანამდებობას დატოვებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ბრექსიტის საკითხზე რიგით მეოთხე კენჭისყრის შემდეგ, მთავრობის ახალი მეთაურის ასარჩევად თარიღს დაასახელებს. შეთანხმება პრემიერსა და კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის შედგა.

იმ შემთხვევაში, თუ ივნისის დასაწყისში თემთა პალატაში ჩანიშნულ კენჭისყრაზე ტერეზა მეის გეგმა კვლავ ჩავარდება, როგორც „ბიბისის“ საკუთარი წყარო ატყობინებს, პრემიერი თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებს.