„ბიბისის“ ცნობით, არიზონაში, საარჩევნო კომისიასთან აქციას კვლავ შეიარაღებული მომიტინგეები მართავენ
„ბიბისის“ ცნობით, არიზონაში, საარჩევნო კომისიასთან აქციას კვლავ შეიარაღებული მომიტინგეები მართავენ

​არიზონაში, საარჩევნო კომისიასთან შეიარაღებული მომიტინგეები კვლავ აქციას მართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დემონსტრანტები მარიკოპას საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან.

არიზონა ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ჯერ უცნობია. ბიულეტენების დათვლა გრძელდება. ამჟამად 1,3%-ით ლიდერობს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, აქციაზე შეკრებილები „დემოკრატიული პარტიის“ საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებენ. აქციაზე იმყოფება კონსპიროლოგი ალექს ჯონსიც.

არიზონაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება კანონით დაშვებულია. დემონსტრაციაზე ბევრ მომიტინგეს თან იარაღი აქვს.

არიზონაში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა, არ წყდება.