რესპუბლიკელები მიჩიგანის შტატის საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების დამტკიცების ორი კვირით გადავადების თხოვნით მიმართავენ
რესპუბლიკელები მიჩიგანის შტატის საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების დამტკიცების ორი კვირით გადავადების თხოვნით მიმართავენ

რესპუბლიკელები მიჩიგანის შტატის საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების დამტკიცების ორი კვირით გადავადების თხოვნით მიმართავენ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შტატის საარჩევნო კომისია ორი დემოკრატი და ორი რესპუბლიკელი წარმომადგენლისგან შედგება, რომლებიც შედეგების დასამტკიცებლად ორშაბათს შეიკრიბებიან.

კომისიას მიჩიგანის შტატის შედეგების შესაჯამებლად 20 დღე ექნება.

„როიტერი“ წერს, რომ მიჩიგანის შტატის მონაცემებით, დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 154 187 ხმით მოუგო.