ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა მარცანის რაიონში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდამ ხალხს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. როგორც ცნობილია, ის ალჟირის მოქალაქეა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.