გიორგი ცინცაძის და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში აუტსაიდერ „ალ სადს“ ესტუმრა და 71-83 მოიგო. ქართველმა ლეგიონერებმა კი ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ბერიშვილმა თამაში შეუცვლელად დაასრულა. 40 წუთში ქართველმა მსროლელმა 26 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილმა 9-დან 7 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი ცინცაძესაც, რომელმაც 37:06 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგორვა.
ქართველმა უკანახაზელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. „ალ შამალმა” ექვს ტურში 4 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 1 იანვარს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ „ყატარ სპორტთან“ ჩაატარებს.