გიორგი პაპუნაშვილი, შესაძლოა, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადავიდეს – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.
გიორგი პაპუნაშვილს კონტრაქტი სარაგოსას „რეალთან“ აკავშირებს. იანვარში სანტანდერის „რასინგში“ იჯარით გადავიდა. მაგრამ გუნდი დატოვა და „რეალში“ ბრუნდება. ცნობილია, რომ გიორგი და მისი მენეჯერები ქართველი შემტევისთვის ახალ კლუბს ეძებენ.
„სლოვაკი თავდამსხმელის, მიხალ დურიშის წასვლის შემდეგ „ანორთოსისის“ მენეჯერმა ქეცბაიამ მისი შემცვლელი მოძებნა – ის საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილია. ის არის მოთამაშე, ვინც სასურველი და გამოცდილი კანდიდატია,“ – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.
გიორგი პაპუნაშვილს სარაგოსას „რეალთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ჯერ გუნდიდან ამიტომ ვერ მოდის.