ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იასპარეზებს
სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბული პასპორტი უკვე მიიღო და ის რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.
ტრაიკოვიჩი ამბობს, რომ სერბეთის ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ერთგვარი რეპეტიცია იქნება და იქვე დასძენს, რომ მას ზურაბ დათუნაშვილის იმედიც აქვს, რომლისგანაც ქვეყანა ჯერ ლიცენზიას, შემდეგ კი ოლიმპიურ მედალს ელოდება.