ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ლიეტუველ სავიცკასს დაუპირისპირდება.

ტურნირზე მედლის მოპოვების შანსი აქვს დიეგო ჩხიკვაძეს (67 კგ), რომელიც კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს შეჯიბრებაზე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა სამი მედალი უკვე მოიპოვეს. გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) – ვერცხლის, გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.