ჭიდაობა | ბაქოს ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას 10 ქართველი სპორტსმენი შეეცდება #1TVSPORT
ჭიდაობა | ბაქოს ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას 10 ქართველი სპორტსმენი შეეცდება #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 5-8 აპრილს ჭიდაობაში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 5 აპრილს იასპარეზებს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი ხალიჩაზე 7 აპრილს გავლენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:

60 კგ ლერი აბულაძე
67 კგ დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ იური ლომაძე
87კგ გურამ ხეცურიანი
97 კგ რობერტ კობლიაშვილი
130კგ სულხან ბუიძე

თავისუფალი ჭიდაობა:

57კგ რობერტ დინგაშვილი
65კგ გოდერძი ძებისაშვილი
74კგ ავთანდილ კენჭაძე
86კგ ვლადიმერ გამყრელიძე

ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) აქვთ მოპოვებული.