ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე ქართველებიდან პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ) გავიდა.
ქართველი ფალავანი მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.
კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებდა, თუმცა იგი მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ხვალინდელი დღის განრიგი:
რამაზ ზოიძე
13:30 – 67 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.
ლაშა გობაძე
13:30 – 87 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.