ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ბიშკეკის სარეიტინგო ტურნირზე #1TVSPORT
ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რამაზ ზოიძემ (72კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფინალში ირანელი მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი მოჰამედრეზა გერაი დამაჯერებლად, 11:1 დაამაცხა. ამავე წონაში შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ოთარ აბულაძე.
77კგ-ის ფინალში იჭიდავა იური ლომაძემ, რომელიც ირანელ სპორტსმენთან 3:8 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ბიშკეკში საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა გელა ბოლქვაძემ, მან მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახ ბატიროვს 9:0 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს, ლერი აბულაძე (63 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ ხეცურიანმა (87კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.