ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს 
ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს 

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრის ბექა წიქარიშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” სააპელაციო სასამართლოს მიმართავს გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისთვის მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. წვრილმანი ხულიგნობა კი წიქარიშვილის ადვოკატის განცხადებით, გამოიხატა იმაში, რომ გიორგი გიორგანაშვილისთვის რვაწლიანი პატიმრობის შეფარდებისას წიქარიშვილი აღელვებილი იყო და სასამართლოს ეზოში არაეთიკური გამონათქვამებით მიმართავდა სასამართლოს.

რაც შეეხება სასამართლოს შენობის დაზიანებას, ამაზე ადვოკატიც განცხადებით,  ცალკე მიმდინარეობს გამოძიება.

ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.

თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.