გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ კიდევ ორი პირი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, სავარაუდოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებულია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა.

როგორც დაცვის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნულმა პირებმა შენობის მინები ჩაამსხვრიეს და სასამართლოს თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.