ბექა ლომთაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს | ბუდაპეშტი 2018
ბექა ლომთაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს | ბუდაპეშტი 2018

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბა ლომთაძე რუს რაშიდოვს დაუპირისპირდა. სპორტსმენები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და ის ბრძოლაც რაშიდოვის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის პირველ პერიოდში რუსი დომინირებდა და მის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ექვსი ქულით დაწინაურდა. მეორე ნახევარი ლომთაძემ აქტიურად დაიწყო, თუმცა მეტოქის ილეთზე წამოეგო და 10:0 დამარცხდა.

ნახევარფინალურ დაპირისპირდებამდე ბექა ლომთაძემ იაპონელ კაზუია კოიანაგის და სენეგალელ ადამა დიატას სძლია.