ბექა დავითულიანი - როცა ოფისისკენ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა
ბექა დავითულიანი - როცა ოფისისკენ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა

როცა ოფისისკენ მოვდიოდი, სააკაშვილმა კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით.

დიპფეიკზე იმდენი ილაპარაკა „მთავარმა არხმა“, რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული. მეორე – ეს თუ ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ. ფაქტია, ამ ადამიანს ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა, ახლა ამ ასაკში გადაწყვიტა ამ ფორმით. დახუჭობანას თამაშობს, ძალიან სასაცილო და არასერიოზული. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ისინი ამაზე გაგცემენ პასუხს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს არის ღრმად არასერიოზული. მართლა მგონია, რომ ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა“, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.