ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის პრემიერი ბორის ელცინად მოიხსენია
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის პრემიერი ბორის ელცინად მოიხსენია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბორის ელცინად მოიხსენია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთში ვიზიტისა და ბორის ჯონსონთან გამართული შეხვედრის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საუბრობდა, რა დროსაც მან პრემიერის გვარი რუსეთის ექსპრეზიდენტ ბორის ელცინის გვარით ჩაანაცვლა.

„ლონდონში ძალიან სასიამოვნო მოგზაურობიდან დავბრუნდი, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ელცინსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შევხვდი“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პრემიერს შეცდომა სხდომაზე მყოფებმა დაუყოვნებლივ შეუსწორეს, რაზეც ნეთანიაჰუმ ხუმრობით განაცხადა, რომ ამოწმებდა, თუ რამდენად ყურადღებით უსმენდნენ მას.