„ბენფიკას“ პორტუგალიის ჩემპიონატიდან გარიცხვით ემუქრებიან #1TVSPORT
პორტუგალიური გრანდი „ბენფიკა“ კორუფციაში დაადანაშაულეს.
ავტორიტეტული გამოცემის, O Jogo-ს ინფორმაციით, პორტუგალიის პროკურატურამ კლუბს ოფიციალური ბრალდება წაუყენა დოკუმენტების ფალსიფიკაციასთან, საგადასახადო თაღლითობასა და მატჩების შედეგებით მანიპულირებასთან დაკავშირებით.
დანაშაულებები 2016-19 წლებში ხდებოდა, როცა კლუბის პრეზიდენტის პოსტი ლუიშ ფილიპე ვიეირას ეკავა.
ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს „ბენფიკას“ ჩამოშორებას ყველა ტურნირიდან 6-დან 36 თვემდე ვადით.
„ბენფიკა“ უკვე გამოვიდა განცხადებით, რომელშიც უარყო ყველა ბრალდება და სასამართლოში აპირებს თავის დაცვას.