ბელგიის მოქალაქეები ქვეყნის შიგნით მატარებლით მგზავრობას უფასოდ შეძლებენ
ბელგიის მოქალაქეები ქვეყნის შიგნით მატარებლით მგზავრობას უფასოდ შეძლებენ

ბელგიის მოქალაქეები ქვეყნის შიგნით მატარებლით მგზავრობას უფასოდ შეძლებენ.​ როგორც ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, ამ ინიციატივის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბელგიის თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც 12 წელი შეუსრულდა, ექნება საშუალება, წლის ბოლომდე 12-ჯერ უფასოდ იმგზავროს რკინიგზით ქვეყნის ფარგლებში ნებისმიერი მიმართულებით.

ამასთან, მთავრობის ინიციატივით, გაუქმდება გადასახადი, რომელსაც ბელგიელები მატარებელში ველოსიპედის ატანის სანაცვლოდ იხდიდნენ.

ბელგიამ საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეეჩერებინა.