ბელგიის პრო ლიგის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ განახლდება.
ჩემპიონად „ბრიუგე“ გამოცხადდა, რომელიც 29 ტურის შემდეგ, 15 ქულით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ „გენტს“. შესაბამისად, „გენტი“ რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ ავტომატურად მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე.
დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ სეზონში ბელგიის უმაღლესი დივიზიონიდან არცერთი გუნდი არ გავარდება.